საბილიარდო

სასტუმრო “კრუიზი” თავის სტუმრებს საშუალებას აძლევს თავისუფალი დრო უფრო საინტერესოდ გაატარონ. თუკი თქვენ ჩვენს სასტუმროში დაბინავდით და დამღლელი დღის შემდეგ გართობისთვისაც მოიცალეთ, შეგიძლიათ ჩვენს საბილიარდოს ესტუმროთ. მშვიდი და მყუდრო გარემო, სასიამოვნო მუსიკის თანხლებით, შესაბამის განწყობას შეგიქმნით. აქ ასევე შეგიძლიათ დააგემოვნოთ განსხვავებული და ექსკლუზიურად თქვენთვის მომზადებული სასმელები, რომლებსაც “კრუიზის” ბარმენები შემოგთავაზებენ.