გემბანი

გემბანი ,,კრუიზის” გლამურული და განსხვავებული ადგილია. ეს გახლავთ ღია სივრცეში გაშლილი 600 კვადრატული მეტრი სადღესასწაულო ფართი, რომელიც ქალაქს და მტკვარს გადაჰყურებს და ნამდვილი ხომალდის გემბანზე ყოფნის დაუვიწყარ განწყობას ჰქმნის.

გემბანზე ხშირად იმართება ქალაქის მნიშვნელოვანი ღონისძიებანი. წარმატებულმა ჩვენებებმა, დიჯეი-ფართებმა, დახურულმა წვეულებებმა, დაბადების დღეებმა და გრანდიოზულმა ქორწილებმა გემბანს განსაკუთრებული იმიჯი და სახელი დაუმკვიდრა. განსხვავებული ინტერიერი და ექსტერიერი აქ გამართულ წვეულებებს საოცარ ხიბლს სძენს.

როგორც კრუიზის ყველა ობიექტზე, თითოეული სტუმარის მიმართ მიდგომა აქაც ინდივიდუალურია. წვეულების დაგეგმვისას აუცილებლად წინასწარ ხდება თარიღის დანიშვნა და თითოეული დეტალის გათვლა ჩვენი პროფესიონალი მენეჯერების მიერ.

აიხდინეთ, ოცნება და გახადეთ თქვენი დღესასწაული განსხვავებული განსაკუთრებულ გარემოში!