ნებისმიერი ორგანიზაციისათვის ყველაზე მთავარი და ძნელად შესასრულებელი მისია ისეთი კადრის სწორად შერჩევა და მართვაა, რომელიც ორგანიზაციის სახე და კომპანიის გეგმებისა თუ მიზნებისთვის სწორი მიმართულების მიმცემი ძალა იქნება.
კომპანიის გეგმებისა თუ მიზნებისათვის განსაკუთრებული ყურადღება კი მაშინ არის საჭირო, როდესაც კადრს სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ირჩევ. აქ თითოეული მათგანი უნდა გრძნობდეს და აღიქვამდეს მასზე დაკისრებულ დიდ მოვალეობას, იმას, რომ მათი ვალი დასასვენებლად ან სამუშაო ვიზიტით მყოფი სტუმრებისათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაა.
მართლაც ძნელი იყო ჩვენი ობიექტისთვის ასეთი ადამიანების შემოკრება. თუმცა მათი საქმისადმი სიყვარულითა და პროფესიონალური მიდგომით შევძელით ,,კრუიზი” თბილისში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და წამყვან ობიექტად გვექცია სასტუმრო-სარესტორნო სივრცეში. ჩვენ დავიმკვიდრეთ სახელი დიდი კონკურენციის პირობებში, რის შესანარჩუნებლადაც ყოველდღიურად ვიღწვით.
სწორედ დიდი ძალისხმევის შედეგია, გაუტოლდე მსოფლიოში წამყვან ბრენდებს, ქალაქში შენი ობიექტი მათთან ასოცირდებოდეს და ამ სავაჭრო მარკების გვერდით დამოუკიდებელ, ცნობად ბრენდად ფიგურირებდეს. ეს არა მარტო ჩვენი, არამედ ქართული ბიზნესისთვისაც დიდი წარმატებაა, ჩვენ ხომ ქართულ ბრენდსა და ხარისხს წარმოვადგენთ!
ჩვენ ვქმნით, ვიზრდებით და ვვითარდებით ჩვენი სტუმრებისა და მომხმარებლების დახმარებით. ბედნიერები ვართ, როცა მომხმარებელი ჩვენით კმაყოფილია და ჩვენთან მისი ერთჯერადი სტუმრობა მრავალჯერადი ხდება.