მცირე დარბაზი

კომპლექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია რესტორნის მცირე და დიდი დარბაზები, რომლებიც თავისი ინტერიერით სრულიად განსხვავდება ჩვენს დედაქალაქში არსებული სხვა რესტორნების დარბაზებისაგან.

მცირე დარბაზი (150 სტუმარზე) პასტელის ფერებშია გადაწყვეტილი, რაც შესვლისთანავე ქმნის დასვენების ატმოსფეროს. დახვეწილი ინტერიერი და გარემო აქ გატარებულ დროს დაუვიწყარს გახდის ყველა სტუმრისთვის.

კომპლექსის დიდი დარბაზის (350 პერსონაზე) უზარმაზარი სივრცე და თემატურად შერჩეული ინტერიერი თავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმოგადგენინებთ.

კომპლექსში ყოველდღიურად იმართება შოუ-პროგრამა ცოცხალი შესრულებით. აქ მოისმენთ და იხილავთ ქართულ ცეცხლოვან ცეკვებსა და სიმღერებს, უცხოურ ჰიტებს, ისიამოვნებთ სხვადასხვა ქვეყნის ნაციონალური საღამოებით, რაც არც ერთ სტუმარს დატოვებს გულგრილს. შესაბამისად, ,,კრუიზი” ყველასათვის საყვარელი და ხშირი თავშეყრის ადგილია. რესტორნის მუდმივად მობილიზებული გუნდი მზადაა დააკმაყოფილოს თქვენი ნებისმიერი სურვილი თუ მოთხოვნა.

ჩვენთან შესაძლებელია კორპორატიული საღამოების, წვეულებების, ქორწილების დაგეგმვა. მომსახურების სრული პაკეტი გაძლევთ დიდ შესაძლებლობას რეალობად აქციოთ თქვენი ჩანაფიქრი.