ტერასები

ტერასები მდინარე მტკვრის ნაპირს გადაჰყურებს. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ზაფხულის სიცხეს გაექცევით და ზამთრის მკაცრ სიცივეს შეაფარებთ თავს. ორივე შემთხვევაში აქ ის გარემო დაგხვდებათ, რაც ნებისმიერ თქვენგანს კომფორტის შეგრძნებას შეუქმნის.

აქვეა გამორჩეულად გრილი ხელოვნური მღვიმე, დაკიდული ჩანჩქერი და აუზი ცოცხალი თევზებით, რომელთა დაჭერა და მომზადება სტუმრის სურვილზეა დამოკიდებული. გრილბარი “ბარბექიუსა” და ქართული კულინარიის სიამაყის - “მწვადის” დასაგემოვნებლად იწვევს სტუმრებს. ქართული ვაზით დამშვენებული გარემო ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია შემოდგომით, რადგან ამ დროს აქ ვაზის დაკრეფა და დაგემოვნებაა შესაძლებელი.

„მწვანე კაფეში“, რომელიც გამწვანებულ დეკორირებულ ლაბირინთს წარმოადგენს, ზღვის დელიკატესებთან ერთად, ეგზოტიკური კოქტეილების დაგემოვნების საშუალება მოგეცემათ. ტერასებზე განლაგებული პატარა ოთახები (კუპეები) და პატარა დარბაზი (60 პერსონაზე) საშუალებას გაძლევთ იგემოთ ქართული სამზარეულოს გამორჩეული, კოლორიტული კერძები.

აქ გურმანებისათვის საოცნებო სამყაროა მოწყობილი. ქართული მწვადი, ხინკალი თუ ხაჭაპური არცერთი ქვეყნის წარმომადგენელს დატოვებს გულგრილს, სხვადასხვა ქვეყნის წარმოების უგემრიელეს ლუდთან ერთად. ტერასებზე ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო ინტერნეტით, განმარტოვდეთ სუფთა ჰაერზე, იმუშაოთ არაჩვეულებრივ გარემოში ან, უბრალოდ, დატკბეთ დასვენებით. ამრიგად, პერსონალურად თქვენ კომპლექსის ეს ნაწილი დიდ არჩევანს გთავაზობთ და ბევრ სიურპრიზს გიმზადებთ!