ქორწილის დაგეგმვა

დღე, რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდებოდი... როცა გინდა რომ ყველაფერი გამორჩეული, განსხვავებული და კარგი იყოს... როცა უშრეტ ფანტაზიას მიმართავ, რათა ეს დღე დასამახსოვრებელი გახდეს ორივე თქვენგანითვის და ყველა გარშემო მყოფი ადამიანისთვის... მაგრამ თავად ვერ ერევი, ძალები არ გყოფნის, გეშინია, რომ ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც შენ გინდა...

თუ თქვენც იგივე პრობლემის წინაშე დგახართ, ჩვენ გირჩევთ არ დახარჯოთ თქვენი ენერგია ამის ფიქრში და ჩვენ მოგვანდოთ ეს საქმე. ჩვენ წლების მანძილზე შევიძინეთ და დავაგროვეთ დიდი გამოცდილება, რომ თქვენი დღე ყველაზე გამორჩეული და განსხვავებული გავხადოთ.

“კრუიზის” ჯგუფი თქვენს ოცნებებს რეალობად აქცევს. მთავარია, თქვენ წარმოიდგინოთ, ჩვენ კი - წარმოგიდგენთ.

საქორწილო ორგანიზების შოუ პროგრამები:



  • დეკორაცია / დიზაინი / სერვირება;
  • მუსიკალური / საცეკვაო / ორიგინალური / სანახაობრივი ნომრები;
  • ფოტო / ვიდეო გადაღება-მონტაჟი;
  • ცეცხლოვანი სანახაობები.

მომსახურეობის სრული პაკეტი, ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ სტუმართან, გრანდიოზული შოუ. მისაღები ფასები... ყველაფერი ის, რაზეც ოცნებობდით.