ჩემთვის დიდი პატივია თითოეული თქვენგანის სტუმრობა ჩვენს ობიექტში. მიხარია, რომ არჩევანი ,,კრუიზზე” შეაჩერეთ, ჩვენთან სტუმრობა გადაწყვიტეთ, ან ახლა გეგმავთ.
,,კრუიზი” 2008 წელს დაარსდა. ეს გახლდათ პირველი სასტუმრო-სარესტორნო კომპლექსი, რომელიც ქალაქ თბილისში გაიხსნა. კომპლექსი ,,კრუიზი” გთავაზობთ
როგორც სარესტორნო, ასევე სასტუმრო მომსახურებას, ევროპულ სტანდარტებსა და ქართულ თბილ სტუმარ-მასპინძლობას.
კომპლექსის განსხვავებულმა ექსტერიერმა ქალაქში დიდი ინტერესი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია. დიდი პასუხისმგებლობა იყო იმ მოლოდინის გამართლება, რომლსაც ჩვენ მიმართ იჩენდა ხალხი. თუმცა
ჩვენ ეს ყველაფერი წარმატებით დავძლიეთ, რაც რა თქმა უნდა, ჩემი გუნდის თითოეული წევრის დამსახურებაა. ეს არის გუნდი, რომელიც მუდამ გვერდში მიდგას და ყოველდღიურად ზრუნავს კომპლექსის გაუმჯობესებაზე. ,,კრუიზში” მრავალი დეპარტამენტია, რომელთაც გუნდურობა, კოლეგიალობა და საქმისადმი დიდი სიყვარული აერთიანებთ. წარმატების გასაღები კი, დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, დაუღალავი შრომა, თითოეული სტუმრისადმი ინდივიდუალური მიდგომა, ყოველი დღის ანალიზი, შენიშვნების გათვალისწინება და მათი გამოსწორებაა. ჩვენთვის ნებისმიერი შენიშვნა მისაღები და საგულისხმოა. ჩვენ ხომ სწორედ ამით ვვითარდებით და ვიზრდებით!
კომპლექსი ,,კრუიზი” გელით და დიდ არჩევანს გთავაზობთ. იმედია, ჩვენთან გატარებული დრო დიდხანს დაგამახსოვრდებათ და სასიამოვნო მოგონებად დაგრჩებათ, ხოლო
ჩვენთან თქვენი ერთჯერადი სტუმრობა მრავალჯერადი გახდება.
მომავლში შეხვედრების იმედით,
გენერალური დირექტორი
თ. ბაღდავაძე