სამზარეულო

სასტუმრო კომპლექსი ,,კრუიზი” გამოირჩევა სხვადასხვა ეროვნების სტუმართა განსაკუთრებული საჭმელით. აქ თითქმის ყველა ქვეყნის წარმომადგენელი იყრის თავს, ამიტომაც აქაური სამზარეულო მაქსიმალურად მოიცავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დელეკატესებს.

პროფესიონალი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მზარეულები მუდამ მზად არიან გურმანთა ყველა ოცნების ასახდენად. სურპრიზები კი განსაკუთრებით უცხოელ სტუმრებს ელით, რადგან აქ ქართული კულინარიის სასწაულები ხდება: კომპლექსის მზარეულები ნახევრად ანტიკურ ქართულ სამზარეულოს სხვადასხვა ფორმით მოგართმევენ სუფრაზე ქართული ღვინის თანხლებით, რომლის შერჩევა საგულდაგულოდ წინასწარ ხდება ჩვენი სომელიეს მიერ.

საფირმო კერძების განსაკუთრებულად დიდი არჩევანი დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ტოვებს სტუმარში და მის ვიზიტს ,,კრუიზში” მრავალჯერადს ხდის. ასე რომ, ნუ იფიქრებთ დიეტაზე, როდესაც კომპლექსის სამზარეულოს დაგემოვნებას მოისურვებთ!